Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა XII სამეცნიერო კონფერენცია - თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები (ეძღვნება პოეტსა და მთარგმნელს თამაზ ჩხენკელს)

2024 წლის 12 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ს/ს ინსტიტუტი და  აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრა  გამართავენ მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა  XII  სამეცნიერო კონფერენციას  – თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები.

იმუშავებს შემდეგი სექციები:

ლიტერატურათმცოდნეობა

თარგმანმცოდნეობა

ლიტერატურული ურთიერთობები

ინტერდისციპლინური კვლევები

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 24 ნოემბრამდე თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: translation@tsu.ge

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

1. ავტორის სახელი და გვარი;
2. თეზისების სათაური;
3. ორგანიზაციის დასახელება;
4. ფაკულტეტისა და საბაკალავრო პროგრამის დასახელება (კურსი, ავტორის მობილურის ნომერი);

5. თეზისების ტექსტი (MS Word-ით);
6. 3-5 საკვანძო სიტყვა;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. თეზისის მოცულობა: 150-200 სიტყვა;
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
· ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
· ბოლოს — 3-5 საკვანძო სიტყვა.

 

დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამა; მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირები:  ფილოლოგიის დოქტორი სოფიო ჩხატარაშვილი,  ფილოლოგიის დოქტორი ივანე მჭედელაძე

თსუ, V კორპუსი, 316-ე ოთახი.

თარიღი: 24/10/2024